დავით თევზაძე
ფილოსოფოსი
date of birth 1949
დავით თევზაძე (1949) - ფილოსოფოსი
დაიბადა 1949 წლის 30 იანვარს, ქ. სოხუმში.
1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი;
1974 წელს ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა;
1978 წელს თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი;
1980 წელს სინქრონული თარგმანის უმაღლესი კურსები;
1994 წელს ნატოს სამხედრო კოლეჯი (რომი);
1974-1995 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი;
1980-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიისა და მათემატიკური ლოგიკის ლექტორი, დოცენტი;
1992 წელს ბატალიონ "ორბის" მეთაური;
1992-1993 წლებში დაზვერვის ასეულის მეთაური;
1993 წელს I ბრიგადის მეთაური;
1993-1994 წლებში N10143 სამხედრო ნაწილის მეთაური;
1994 წელს თავდაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსი;
1998-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
დავით თევზაძე არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ლუისის მნიშვნელობის თეორიის 4 მოდუსი", დაიცვა 1982 წელს, კიევში
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრობა:
ევროპულ იდეათა კვლევის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1989-)
საქართველოს კარატეს ფედერაცია, დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (1989-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი;
ქ. ოევენვორტის(აშშ) საპატიო მოქალაქე.
შრომები
- აკაკი ბელიაშვილი [მონოგრაფია]. თბ., “საბჭ. საქართველო”, 1980
- თანამედროვე ქართული მწერლობის საკითხები. თბ., საქ. სსრ მეცნ. აკადემიის გამომცემლობა. 1962
- თანამედროვეობა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში. თბ., “საბჭოთა საქართველო”, 1964
- კონსტანტინე ლორთქიფანიძე. თბ., “მერანი”, 1969
- ქართული ლიტერატურული კრიტიკა თანამედროვე ეტაპზე. თბ., 1975 (საქ. სსრ. საზოგადოება “ცოდნა”).
- ქართული საბჭოთა ლიტერატურის 60 წელი. თბ., 1981 (საქ. სსრ. საზოგადოება “ცოდნა”).
- ქართული საბჭოთა ლიტერატურული კრიტიკა. თბ., “მერანი”, 1982
- შემოქმედებითი თავისუფლების გზით. თბ., “მერანი”. 1979