ელგუჯა მექვაბიშვილი
ეკონომისტი
date of birth 1956
დაიბადა 1956 წლის 26 მაისს.
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,გარდამავალი ეკონომიკა საქართველოში’’.
არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი.
ელგუჯა მექვაბიშვილი არაერთი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიების ავტორია:
- სახელმწიფო და ეკონომიკა, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1995.
- ეკონომიკის გლობალიზაცია: მიმართულებები, გამოწვევები, პერსპექტივები, თბ.: „ინოვაცია’’, 2009.
- თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიები, თბილისი: 2012.
- სკკპ XXVII ყრილობა და სოციალისტური ცხოვრების წესი. თბ. მეცნიერება, 1987. (საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ეკონომიკისა და სამართლის ინ-ტი)
- სკკპ XXVI ყრილობა თავისუფალი დროის მზარდი როლის შესახებ განვითარებული სოციალიზმის პირობებში. თბ. მეცნიერება, 1983. (საქ. სსრ მეცნ. აკად. ეკონომიკისა და სამართლის ინ-ტი).
- სილაგაძე, ა. და სხვა, ეკონომიკა სახელმძღვ. XI კლასელთათვის, თბ. 2004.
- სილაგაძე, ა და სხვა. ეკონომიკა, სახელმძღვანელო X კლასელთათვის, თბ. 2003.
- სილაგაძე, ა და სხვა. ეკონომიკური ცოდნის საწყისები, თბ. 1992.
- სილაგაძე, ა. და სხვა. მიკროეკონომიქსი. თბ. 2006.