თამაზ გოგიჩაიშვილი
ფსიქოლოგი
date of birth 1941
დაიბადა 1941 წლის 6 იანვარს, ლანჩხუთის რაიონ, სოფელ ლესაში.
1964 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1964–1967 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი.
1967–1969 წლებში პედაგოგიკის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1969–1972 წლებში მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი, 1978–1982 წლებში იმავე კათედრის გამგე.
1982 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
თამაზ გოგიჩაიშვილი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და სახელმძღვანელოს ავტორი:
შრომები
• განვითარების ფსიქოლოგია,თბილისი: უნივერსალი, 2005.
• მე და ჩემი მოძღვარი, თბილისი: უნივერსალი, 2004.
• ზოგადი ფსიქოლოგია, თბილისი: უნივერსალი, 2003.
• მოსწავლის ასაკობრივი ფსიქოლოგია, თბილისი, 2001.
• იურიდიული ფსიქოლოგია, თბილისი: 1997.
• ფსიქოლოგია, თბილისი: ცისნამი, 1996.
• იურიდიული ფსიქოლოგიის საკითხები, თბილისი: 1994.
• უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი: ლექციების კურსი, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1993.
• გარდამავალი ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1992.
• უმცროსი ასაკის სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1991.