დარეჯან თვალთვაძე
ფილოლოგი
date of birth 1958
დაიბადა 1958 წლის 20 მაისს.
1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
2004-2006 წლებში იყო თსუს ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი.
2005 წლიდან თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
2006 წ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრი.
2006-2010 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი.
2006-2012წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
2010-2015 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
2015-2016 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.
დარეჯან თვალთვაძის კვლევების ძირითადი მიმართულებებია: ქართული ენა, ძველი ქართული ენა და შუა საუკუნეების ძველი ქართული თარგმანები, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, ახალი აღთქმის ქართული თარგმანის ტექსტისა და ენის საკითხები, ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობები.
არის რამოდენიმე წიგნის ავტორი:
• ეფრემ მცირე - ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის კომენტატორი, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1997.
• მართლწერის წესები და სავარჯიშოები: სახელმძღვანელო საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (თანაავტორი) ნაწ.1.- თბ.: გამ-ბა ‘’საქართველოს მაცნე’’,2006.
• მართლწერის წესები და სავარჯიშოები: სახელმძღვანელო საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (თანაავტორი) ,ნაწ.2: სინტაქსი, ლექსიკა, სტილი.- თბ.: ,,საქართველოს მაცნე’’, 2006.
• რიტორიკის შესავალი (ავტორი), თბ.: ,,ნეკერი’’, 2007
• ეფრემ მცირის კოლოფონები, თბილისი: ნეკერი, 2009.
• სასწავლო წიგნი ქართულ პალეოგრაფიაში (ასომთავრული და ნუსხური ანბანით).
- ეფრემ მცირის კოლოფონეზი. / რედ: ელგუჯა ხინთიბიძე. თბ., “ნეკერი”, 2009