Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნანა მაჭავარიანი
ფილოლოგი
date of birth 1956

 დაიბადა 1956 წელს, ქ. თბილისში.

1978 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება.

1978-1981  წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი.

1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  თემაზე: ,,სინტაქსურ მიმართებაში შემავალი ზმნური კატეგორიები აფხაზურსა და ქართულში’’.

1983-1991 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების  მეცნიერ-თანამშრომელი.

2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,მცენარეთა ლექსიკა აფხაზურში (სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი)’’.

2006 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი;

 2018 წლიდან არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი. 

არის ქართველური და მთის იბერიულ-კავკასიური ენების მკვლევარი (განსაკუთრებით აფხაზურ-ადიღურ ენათა სტრუქტურის, ლექსიკისა და ისტორიის საკითხების კვლევა, ამ ენათა გრამატიკული წყობის ანალიზი ქართველურ ენებთან მიმართებაში).

არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 წიგნის ავტორი.

  • აფხაზური ენის აფიქსები და მოდალური ელემენტები: (გრამატიკული მიმოხილვითურთ) რედ: ლ. ვაშალიძე. თბილისი: თსუ, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინსტ, 2020.
  • აფხაზური ენის გრამატიკის საკითხები: აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების გათვალისწინებით: ტექსტებითა და ლექსიკონით/ რედაქტორი: ვ.შენგელია, თსუ არნ. ჩიქობავას  სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი- თბილისი 2017.
  • აფხაზური ენის პრაქტიკული სახელმძღვანელო: გრამატიკული მიმოხილვა, ტექსტები, ლექსიკონი/ ნ.მაჭავარიანი, რ. ამიჭბა-მარღანია; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბ. სახელმწ. უნივერსიტეტი. თბილისი: თსუ, 2018.

ბიბლიოგრაფია