ედუარდ კოდუა
ფილოსოფოსი
date of birth 1929
დაიბადა 1929 წლის 14 ოქტომბერს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1963-1968 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1968-1980 წლებში ფილოსოფიის კათედრის პროფესორი. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: "ისტორიის ნეოკანტიანური მეთოდოლოგიის კრიტიკა". 1968 წელს სადოქტორო დისერტაცია: "ისტორიის საზრისის საკითხისათვის’’.
1997 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. 1986 წელს გახდა საქართველოს სოციოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. გარდაიცვალა 2002 წელს, 72 წლის ასაკში.