Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვალერი სილოგავა
ისტორიკოსი
date of birth 1945

ვალერი სილოგავა დაიბადა 1945 წლის 20 აპრილს. 1963 წელს დაამთავრა ქალაქ ფოთის მეხუთე საშუალო სკოლა. 1969 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1972 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სპეციალობით. აქვე ჩამოყალიბდა, როგორც მკვლევარი და მეცნიერი და გამოიკვეთა მისი სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები - ეპიგრაფიკა, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ხელნაწერთმცოდნეობა და სხვა. 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს IX-XVIII საუკუნეების ლაპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო’’, ხოლო 1989 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,სვანეთის წერილობითი ძეგლები’’. 1990 წლიდან სისტემატურად კითხულობდა ზოგად და სპეციალურ კურსებს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, წყაროთმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში, ქართველოლოგიის შესავალში. მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთში (რუსეთი, გერმანია, კვიპროსი, თურქეთი..) ჩატარებულ სხვადასხვა სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. მათ შორის, გარდაცვალებამდე ბოლო ხუთი წელი ყოველწლიურად გამოდიოდა მოხსენებით მოსკოვში, წმ. ტიხონის სახელობის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, საღმრთისმეტყველო კონფერენციის ქართველოლოგიის სექციაზე. ვალერი სილოგავა 20 წიგნის, 100-მდე სამეცნიერო სტატიის და რამდენიმე ასეული საგაზეთო და საენციკლოპედიო პუბლიკაციის ავტორია. ისინი გამოქვეყნებულია ქართულ და უცხოურ ენებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 2000 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. 2009 წელს ნაშრომისათვის - ,,სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა’’, მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექვთიმე თაყაიშვილის პრემია. გარდაიცვალა 2011 წლის 17 მარტს. გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

შრომები:

  1. ყენია,რ. და სილოგავა,ვ. უშგული, სვანეთში დაცული ქართული ჭედური ხელოვნები ძეგლები. თბ., 1986.
  2. სილაგავა, ვ. შემდგ. ჯავახეთი. ტ.1. ახალციხე, 2002.
  3. დასავლეთ საქართველოს წარწერები. შეადგ. და გამოსაც. მოამზადა ვალერი სილოგავამ. ნაკვ.1. თბ., „მეცნიერება“, 1980. (ქართული დაპიდარული წარწერების კორპუსი, II).
  4. ტაო კლარჯეთი. მთარმგმნ:ინგლ. ლალი გეგეჭკორი, ტურქ. როინ კავლეიშვილი, რუს: ვალერი სილოგავა; კავკასიის უნ-ტი. თბ., კავკასიის უნ-ტის გამ-ბა, 2006 (2007).

ბიბლიოგრაფია