Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დალი დანელია
ფილოსოფოსი
date of birth 1931

დაიბადა 1931 წლის 4 ნოემბერს. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი დალი დანელია დაიბადა 1931 წლის 4 ნოემბერს ქალაქ თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობაზე. 1959 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ლუდვიგ ფიოერბახის ფილოსოფია”, ხოლო 1999 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი”. 1957 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებაში. 1999-2006 წლებში იყო სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საზღვარგარეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე. 2006-2011 წლებში ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. დალი დანელია მრავალი წლის მანძილზე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფია-გეოლოგიის, ფიზიკის ფაკულტეტებზე, თბილისის პოლიტოლოგიის, სოციოლოგიის და ადამიანთმცოდნეობის ინსტიტუტში ჟურნალისტიკა-სოციოლოგიის ფაკულტეტზე. 2002 წელს დალი დანელია ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის მიერ წლის საუკეთესო ქალად იქნა დასახელებული. დალი დანელიას მეცნიერული პუბლიკაციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი მონოგრაფიები: ,,ლუდვიგ ფოიერბახის ფილოსოფია”, ,,XVII საუკუნის რაციონალიზმი”, ,,ირაციონალისტური ნაკადი თნამედროვე ბურჟუაზიულ კულტურაში”, ,,ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი ” და ა.შ. დალი დანელიას მეცნიერული კვლევის სფეროა შემდეგი საკითხები: ყოფიერების ირაციონალობა, რელიგიის პრობლემა ქ. შოპენჰაუერის ფილოსოფიაში, ფრ. შლაირმახერის ფილოსოფია, ი. კანტის რელიგიის ფილოსოფია, ნიცშესეული კონცეფციები ფილოსოფიაში და ა.შ.

შრომები:

  • ირაციონალისტური ნაკადი თანამედროვე ბურჟუაზიულ კულტურაში. თბ., “მეცნიერება”, 1974.
  • ლუდვიგ ფოიერბახის ათეიზმი. თბ., “საბჭ. საქართველო”. 1967
  • XVII საუკუნის რაციონალიზმი. თბ., “მეცნიერება”. 1968

ბიბლიოგრაფია