ნოდარ ბერიკაშვილი
მათემატიკოსი
date of birth 1929
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,სპექტრების აქსიომატიკური თეორია და ორადობის თეორემები არაჩაკეტილი სიმრავლეებისათვის’’ და ამავე წლიდან გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1955-1959 წლებში იყო მოსკოვის სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1959-1989 წლებში თბილისის მათემატიკის ინტიტუტის უფროსი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-2004 წლებში კი ამავე ინსტიტუტის გეომეტრიისა და ტიპოლოგიის განყოფილების გამგე. 1972 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,სპექტრული მიმდევრობის დიფერენციალები.’’ 2001 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია. არის 35-მდე სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის (,,სპექტრული მიმდევრობის დიფერენციალები’’) ავტორი. მისი მეცნიერული ინტერესების ძირითადი სფეროა: ჰომოლოგიისა და ჰომოტოპიის თეორია, ალგებრული ტიპოლოგია და სხვა.