ავთანდილ სილაგაძე
ეკონომისტი
date of birth 1954
1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიბერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1981–2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, დოცენტი; 1986–1992 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი; 1992 წელს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე; 1992–1998 წლებში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი; 1998–2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, კათედრის გამგე. არის 200 სამეცნიერო ნაშრომის წიგნის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: "ეკონომიკური ცოდნის საწყისები"(1991), "ეკონომიკური აზრის ისტორიის ზოგიერთი საკითხი"(1996), "გვარ–სახელები საქართველოში"(1996), "ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხები"(2001), "ეკონომიკური ლექსიკონი"(2001), "მაკროეკონომიკური მეთოდები და მოდელები"(2003)ს, "ბუღალტრული აღრიცხვის განმარტებითი ლექსიკონი"(2005), "მიკროეკონომიქსი"(2006), "პოსტკომუნისტური ფინანსური პოლიტიკა"(2008 ) და სხვა.