გიორგი გიგაური
პოეტი
date of birth 1928
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი წიგნი "მთების სიმღერა" - 1957 წელს. გამოქვეყნებულ კრებულთაგან აღსანიშნავია: "ჭიუხი, წვიმა და ჩანჩქერები" (1961), "ბალადა შვიდი ხევსურისა" (1965), "სიცოცხლე გრძელდება" (1969), "აღსარება" (1974), "იმედის ბილიკი" (1976), "გზაგასაყართან" (1980), "ხევსურეთ რა ამბავია?" (1985) და სხვა. მის ლექსებში გაცოცხლებულია სახელოვან წინაპართა სახეები, საინტერესოდაა დახატული მთიელი ადამიანების ცხოვრება. პოეტს განსაკუთრებით ახარებს ნასოფლარების აღდგენა-აღორძინება და ჩამქრალ კერებში სიცოცხლის დაბრუნება. პოეტი გიორგი გიგაური არის შალვა დადიანის და ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი (1994). გარდაიცვალა 2011 წელს.