თენგიზ სანაძე
ფიზიკოსი
date of birth 1930
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1956 წლიდან მუშაობს ამავე ფაკულტეტზე. 1956-1958 წ.წ.უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, 1958-1960 წ.წ.— დაბალი ტემპერატურების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 1960 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიოფიზიკის კათედრის გამგეა. არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. მისი უმთავრესი შრომები ეხება ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) საკითხებს. ნაშრომთა ციკლისათვის ეპრ-ში (გივი ხუციშვილთან ერთად) მიენიჭა პ. მელიქიშვილის სახელობის პრემია (1970). გარდაიცვალა 2011 წლის 15 დეკემბერს.