Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 28 ნოემბრის №32187/10, 2024 წლის 22 ნოემბრის №31625/10 და 2024 წლის 25 ნოემბრის №31827/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის №18 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით №34 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა” (დანართი №34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით №35 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი)” (დანართი №35);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით №36 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება” (დანართი №36);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით №37 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “სოციოლოგია” (დანართი №37);
ე) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით №38 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა” (დანართი №38);
ვ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით №40 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია” (დანართი №40);
ზ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით №41 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “საერთაშორისო ურთიერთობები” (დანართი №41);
თ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 109-ე ქვეპუნქტით №109 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეთნოლოგია“ (დანართი №109);
ი) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 110-ე ქვეპუნქტით №110 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კულტურის კვლევები“ (დანართი №110);
კ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 130-ე ქვეპუნქტით №130 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ამერიკისმცოდნეობა“ (დანართი №130);
ლ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 163-ე ქვეპუნქტით №163 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ამერიკისმცოდნეობა“ (დანართი №163);
მ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 164-ე ქვეპუნქტით №164 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „რუსეთისმცოდნეობა“ (დანართი №164);
ნ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 173-ე ქვეპუნქტით №173 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურის კვლევები“ (დანართი №173);
ო) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 174-ე ქვეპუნქტით №174 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია“ (დანართი №174);
პ) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 179-ე ქვეპუნქტით №179 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ისტორია“ (დანართი №179);
ჟ) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 180-ე ქვეპუნქტით №180 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ანთროპოლოგია“ (დანართი №180);
რ) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 185-ე ქვეპუნქტით №185 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ამერიკისმცოდნეობა“ (დანართი №185);
ს) VI ნაწილის „ვ“ პუნქტის 186-ე ქვეპუნქტით №186 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „კულტურის კვლევები“ (დანართი №186).


2. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის 7611 ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე