Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2024 წლის 27 მარტის №8745/10 და 2 აპრილის  №9412/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 15 აპრილის №7 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსში მონაწილეობისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე