Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2021 წლის 9 ივნისის №81/01-01, №82/01-01,  №83/01-01 და 23 ივნისის №92/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2021 წლის 12 ივლისის №56/2021 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 29.07.2021, №10191/28; 30.07.2021, №10278/28; 30.07.2021, №10279/28; 02.08.2021, №10378/28; 12.08.2021, №10919/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 9 სექტემბრის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) ბიოლოგიის დეპარტამენტი:


ა.ა) ბიომრავალფეროვნების კათედრა:


მაკა მურვანიძე - პროფესორი;


ა.ბ) მორფოლოგიის კათედრა:


ეკატერინე ბაკურაძე - ასოცირებული პროფესორი;


ბ) ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის დეპარტამენტის ანტენების და ტალღების გავრცელების კათედრა:


ცისანა გავაშელი - ასოცირებული პროფესორი; 


გ) კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი: 


გ.ა) გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრა:


გვანცა წულაია - ასისტენტ-პროფესორი;


გ.ბ) ტექნიკური ინფორმატიკის კათედრა:


მაია არჩუაძე - ასისტენტ-პროფესორი;


დ) ქიმიის დეპარტამენტის მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრა:


მარინა ქარჩხაძე - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე