Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2013 წლის 18 თებერვლის N27/2013 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 14 დეკემბრის №324 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 პუნქტი:

 

„II1. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრულ პროფესორ ეკა ავალიანს გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა თსუ რექტორის 10.01.2013, №03/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგების ძალაში შესვლამდე." (18.02.2013, N27/2013)

 

2. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 14 დეკემბრის №324 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №43/2012 დადგენილების მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

 

„4. დადგენილება ძალაში შევიდეს 2012–2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებისთანავე“.

 

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი