საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 2021 წლის 8 აპრილის №6496/31-05 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 26 აპრილის №9 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამაზე 2018 წელს ჩარიცხული სტუდენტები გათავისუფლდნენ დამატებით სემესტრში საზღვარგარეთის სტაჟირების სავალდებულო კომპონენტის (10 კრედიტი) შესაბამისი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე