Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020 წლის 23 დეკემბრის №22360/10, №22359/10, №22358/10, №22357/10, №22356/10, №22352/10, №22351/10, №22330/10, №22329/10, №22328/10, №22327/10, №22326/10, №22325/10, №22324/10, №22323/10, №22322/10  წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 24 დეკემბრის №24 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები რეაკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 3);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი 5);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-6  ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  „გეოგრაფია“ (დანართი 6);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 81 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი 190);
ე) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ფუნდამენტური ფიზიკა “ (დანართი 14);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „გამოყენებითი ფიზიკა “ (დანართი 15);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ბიოლოგია“ (დანართი 18);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-19 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება”  (დანართი 19);
ი) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-20 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება”  (დანართი 20);


კ)   I   ნაწილის „ბ“ პუნქტის 231 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
“231.   გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია (დანართი 193)”;


ლ) I  ნაწილის „გ“ პუნქტის 26-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „ფიზიკა“ (დანართი 26);
მ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 28-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „ბიოლოგია“ (დანართი 28);
ნ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 29-ე  ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა   „გეოგრაფია“ (დანართი 29);
ო) IV ნაწილის „ა“ პუნქტის 88-ე  ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო სამართალი“ (დანართი 88);
პ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 91-ე  ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო სამართალი“ (დანართი 91).


2. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 78);
ბ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 79);
გ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 791 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა)“ (დანართი 274);
დ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 81);
ე) III ნაწილის „გ“ პუნქტის 84-ე  ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი 84);
ვ) III ნაწილის „გ“ პუნქტის 85-ე  ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“ (დანართი 85);
ზ) III ნაწილის „გ“ პუნქტის 86-ე  ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ (დანართი 86).


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე