1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდის დოქტორანტთა დოქტორანტურაში სწავლის გადასახადის შესახებ 2008 წლის 19 მაისის №88 დადგენილების მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან 2008 წლის 28 ნოემბრამდე.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი