ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2009 წლის 16 ივლისის №260 დადგენილებით
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 16 მარტის N30/0101 ბრძანების საფუძველზე,
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს სოლომონ ტაბუცაძე.
2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი