,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №25806/02 წარდგინების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №229 დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1–ის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში და ხსენებული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სწავლების თანამდეროვე მეთოდების კურსი – 15 კრედიტი (10 კრედიტი –იურიდიული ფაკულტეტი, 5 კრედიტი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)“
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი