Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
№46/2013, 11.03.2013 დადგენილებით



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა, 491–ე მუხლის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №24327/02 წარდგინების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. 1. „ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში იურიდიულ ფაკულტეტზე არსებულ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის - „საჯარო მმართველობა“ – სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვროს თსუ-ს რექტორის მიერ დადგენილი ვადების შესაბამისად. (№46/2013, 11.03.2013)


2. სამაგისტრო პროგრამის წლიური კრედიტების ლიმიტი  განისაზღვროს 75 კრედიტის ოდენობით.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი