Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
28.12.2011, №124/2011 დადგენილებით

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითშეფასების კითხვარი (დანართი 1) და სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების პროცედურა (დანართი 2).

 

2.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება განხორციელდეს თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ყოველი კალენდარული წლის ბოლოს.


3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია) და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (გ. ღვედაშვილი).
4.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი