,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 44–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე-12 მუხლის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2011 წლის 29 ივნისის N63/01-01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №88/2011 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:
მათემატიკის მიმართულება:
ა) ქვემიმართულება - მათემატიკური ანალიზი:
1. რუსუდან მესხია – ასისტენტ-პროფესორი;
ბ) ქვემიმართულება - ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა:
1. ხეჩინაშვილი ზაზა – ასისტენტ-პროფესორი;
2. პეტრე ბაბილუა – ასისტენტ-პროფესორი;
კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება:
ა) ქვემიმართულება - თეორიული ინფორმატიკა:
1. ალექსანდრე გამყრელიძე – სრული პროფესორი;
ბ) ქვემიმართულება - ტექნიკური ინფორმატიკა:
1. ლელა მირცხულავა – ასოცირებული პროფესორი;
2. პაპუნა ქარჩავა – ასისტენტ-პროფესორი;
გ) ქვემიმართულება - გამოყენებითი ინფორმატიკა:
1. თეიმურაზ მანჯაფარაშვილი – ასისტენტ-პროფესორი;
ინტერდისციპლინარული (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები):
ა) ქვემიმართულება: მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები:
1. ტატიანა კისელიოვი – ასისტენტ-პროფესორი;
გეოგრაფიის მიმართულება:
ა) ქვემიმართულება - ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია:
1. ლამზირა ლაღიძე – ასისტენტ-პროფესორი;
ბ) ქვემიმართულება - გეომორფოლოგია და კარტოგრაფია:
1. გიორგი დვალაშვილი – ასისტენტ-პროფესორი;
ბიოლოგიის მიმართულება:
ა) ქვემიმართულება - მორფოლოგია:
1. ეკატერინე ბაკურაძე – ასისტენტ-პროფესორი;
2. ირინა მოდებაძე – ასისტენტ-პროფესორი;
ბ) ქვემიმართულება - იმუნოლოგია და მიკრობიოლოგია:
1. ლიანა სერედა – ასისტენტ-პროფესორი;
2. ნუნუ მიცკევიჩი – ასისტენტ-პროფესორი;
გ) ქვემიმართულება - ადამიანთა და ცხოველთა ფიზიოლოგია:
1. მაგდა ალანია – ასოცირებული პროფესორი;
დ) ქვემიმართულება - გენეტიკა:
1. მაია გაიოზიშვილი – ასისტენტ-პროფესორი;
ელექტრონიკის მიმართულება:
ა) ქვემიმართულება - ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია:
1. ლევან შოშიაშვილი – ასისტენტ-პროფესორი;
2. ლევი გეონჯიანი – ასისტენტ-პროფესორი;
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. დადგენილების თსუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით , 2011 წლის 26 სექტემბერიდან .
ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე