ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№87/2012, 24.09.2012 დადგენილებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 03.08.2012, №18699/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს (ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012–2013 სასწავლო წლის სამაგისტრო გამოცდებისათვის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №1).
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი