საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 13.03.2012, №45682/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილების პირველი, მე–3, მე–4, მე–6, მე–7, მე–8, მე–9, 26–ე პუნქტებით დამტკიცებულ დანართებში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომპიუტერული მეცნიერება (დანართი 1);
3. ფიზიკა (დანართი 3);
4. ქიმია (დანართი 4);
6. გეოგრაფია (დანართი 6);
7. გეოლოგია (დანართი 7);
8. ელექტრონიკა (დანართი 8);
9. კომპიუტერული მეცნიერება (დანართი 9);
26. ფიზიკა (დანართი 26).“.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი