Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 6.08.2013, №22142/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ის მე-7 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„7. შიდა მობილობა


1. თსუ-ში სტუდენტის ერთი საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან  სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის (შემდგომში - „შიდა მობილობა“) ადმინისტრირებას ახორციელებს თსუ, შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის მეშვეობით. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ.
2.    თსუ-ში შიდა მობილობის პროცედურას არეგულირებს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესი“ და „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის წარმოების წესი.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი