Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 18.06.2013, №60/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №87/2013 დადგენილებაში და დადგენილების პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ პუნქტი:

 

„გ) ქიმიის მიმართულება (მაკრომოლეკულების ქიმია):

 

1.    ქორიძე ავთანდილ - თსუ ასოცირებული პროფესორი (თავმჯდომარე);
2.    სამსონია შოთა - თსუ სრული პროფესორი;
3.    გახოკიძე რამაზ - თსუ სრული პროფესორი;
4.    ჭანკვეტაძე ბეჟან - თსუ სრული პროფესორი;
5.    ჩიკვაიძე იოსებ - თსუ ასოცირებული პროფესორი;
6.    ბეზარაშვილი გიორგი - თსუ ასისტენტ-პროფესორი;
7.    სიდამონიძე ნელი - თსუ ასისტენტ-პროფესორი;
8.    გიორგაძე ქრისტინე - თსუ ასისტენტ-პროფესორი;
9.    გონაშვილი ვასილ - თსუ ასოცირებული პროფესორი;
10.    ალანია მაგდა - თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თამჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი