მოქმედება შეჩერებულია
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების მე-40 მუხლის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების მიზნით განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tsu.edu.ge) 2013 წლის 3 ივნისს და დამტკიცდეს განცხადების ტექსტი (დანართი №1).
2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შეიქმნას შესაბამისი კომისია.
3. აკადემიურმა საბჭომ არაუგვიანეს 2013 წლის 2 ივლისისა შეარჩიოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის არაუმეტეს 3 კანდიდატი.
4. დაევალოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს არაუგვიანეს 2013 წლის 5 ივლისისა უზრუნველყოს აკადემიური საბჭოს მიერ წარდგენილი დეკანობის კანდიდატებიდან ერთი კანდიდატის არჩევა და უნივერსიტეტის რექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
5. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი