ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
02.09.2016, №94/2016 და 12.02.2018, №42/2018
დადგენილებებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ევროპული კვლევების ინსტიტუტის“ დებულება (დანართი №1). (02.09.2016, №94/2016)(12.02.2018, №42/2018)
2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი