საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2013 წლის იანვრის №/3673/02, 15.02.2013 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს:
ა) ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №1).
ბ) დამტკიცდეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტები და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის №116/2012 დადგენილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ.“.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი