Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2013 წლის 10 იანვრის №03/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

I. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები:

 

ა) მსოფლიო ისტორია  (ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია):

 

1. ნანა ხაზარაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. ჯემალ შარაშენიძე - თსუ ემერიტუსი;
3. ლევან გორდეზიანი - თსუ სრული პროფესორი;
4. ნინო ჩიქოვანი - თსუ სრული პროფესორი;
5.აკაკი გეთიაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი;
6. ნინო გომართელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
7.თეა ქარჩავა - თსუ ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
8.თამარ ვეფხვაძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
9. არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

 

ბ) ბიზანტიური ფილოლოგია:

 

1. რისმაგ გორდეზიანი - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. რუსუდან ცანავა - თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
3. ნანა ტონია - თსუ ასოცირებული პროფესორი;
4. თეა წითლანაძე - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

II. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

III. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი