Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის,   თსუ-ის რექტორის 2014  წლის 5 ივნისის №79/01-01 და №80/01-01, 2014  წლის 26 ივნისის №98/01-01 და №99/01-01  და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014  წლის 4 აგვისტოს №128/01-01 ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის  №67/2014 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: 08.08.2014,  №24491/02; 15.08.2014,  №24976/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) I ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:


„ა2. თეიმურაზ ბერიძე - პროფესორი;“


ბ) V ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:


„გ1. ნინო მიქიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;“


გ) VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ5“ ქვეპუნქტი:


„დ5. ნინო ფარესაშვილი - ასოცირებული პროფესორი;“


დ) VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ქვეპუნქტი:


 „ზ. მანანა ხარხელი - ასისტენტ-პროფესორი.“


ე) IX ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ4“ ქვეპუნქტი:


„გ4. მაია სეთური - ასისტენტ-პროფესორი;“


ვ) XII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:


„ე1. მერაბ ხმალაძე - ასოცირებული პროფესორი;“


ზ) XIII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:


„ბ1. ენვერ ლაგვილავა - ასოცირებული პროფესორი;“


თ) XIV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:


„ე. მიხეილ თოქმაზიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
ვ. ჯემალ ხარიტონაშვილი - ასოცირებული პროფესორი.“


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილების:


ა) I ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტი;
ბ) VI ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი