Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 30.07.2014, №127/01-01 და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.09.2014, №146/01-01 ბრძანებების საფუძველზე,

 


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გერმანული ფილოლოგიის კათედრის (ქვემიმართულება - გერმანული ენა და თარგმანი) პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


  
ა)  ლალი ქეცბა-ხუნდაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მანანა გელაშვილი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის    პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო ქიმერიძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  გერმანული ფილოლოგიის  კათედრის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის მდივანი);
დ) კონსტანტინე ბრეგაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  გერმანული ფილოლოგიის  კათედრის ასოცირებული პროფესორი; 
ე)  ლევან ცაგარელი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი