Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის 2014  წლის 7 მაისის  №65/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №63/2014 დადგენილების პირველი პუნქტის 1.2 ქვეპუნქტი - ინგლისური ფილოლოგიის, ლექსიკოგრაფიის მიმართულება; მეორე პუნქტის 2.1. ქვეპუნქტი -  აღმოსავლეთმცოდნეობის, არმენოლოგიის მიმართულება და 2.2. ქვეპუნტი - კავკასიოლოგიის, კავკასიური ენების მიმართულება) გადაწყვეტილებების (წერილები: 14.07.2014,  №21663/02; 14.07.2014,  №21650/02;  14.07.2014,  №21691/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა)   I ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა1“ ქვეპუნქტი:


„დ.ა1) დალი ჩიტუნაშვილი - ასოცირებული პროფესორი“.


ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი:


„ა.გ) ლექსიკოგრაფია


„ა.გ.ა) თინათინ მარგალიტაძე - პროფესორი“.


გ)   X ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა2“ ქვეპუნქტი:


„ა.ა2) რევაზ აბაშია - ასოცირებული პროფესორი“.


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების:


ა)  I ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი;
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.გ“ ქვეპუნქტი;
გ) X ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი.


3.   დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი