Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის, მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, რექტორის 16.06.2014, №92/01-01 ბრძანების,  თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორების  15.04.2014, №12588/02 და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 19.05.2014, №15833/02 წერილების საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის (ჩამოყალიბების) მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გამოეყოს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება, ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს - განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი შეიქმნას ხსენებული საგანმანათლებლო მიმართულებების გაერთიანების გზით.


2. მართვის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის მიზნით აუცილებელი ღონისძიებები (მათ შორის სარეორგანიზაციო ღონისძიებები) დასრულდეს არა უგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.


4. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას.
7. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლასთან ერთად.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი