Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტებისა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №10742/02, 28.03.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების  ცენტრის  შექმნის შესახებ”;


2. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. შეიქმნას „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი“;


3. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,2. დამტკიცდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის“ დებულება (დანართი 1).


4. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი 1).


5. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი