Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  31-ე მუხლის „ა“ პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ალექსანდრე თვარაძის 25.02.2014, №6394/02 წერილისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 07.03.2014, №09/01/02-01-75 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ამოღებულ იქნეს “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების  II ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი