Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  „ძ“ ქვეპუნქტის,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტებისა და მე-10 მუხლის და იურიდიული დეპარტამენტის №7694/02  04.03.2014 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 11 ნოემბრის №123/2013  დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლში და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: 


„5. პრემირებულ მეცნიერს გადაეცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას;
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი