Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2015  წლის 30 ივნისის №100/01-01 და №101/01-01 ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2015 წლის 27 ივლისის №82/2015 დადგენილების პირველი, მე-3 და მე-7 პუნქტები) გადაწყვეტილებების (წერილები: 21.09.2015,  №33879/02; 14.09.2015,  №32350/02; 21.09.2015, №33885/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

 

ა)  დადგენილების პირველი პუნქტის  IV ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა“ ქვეპუნქტი:


 „ბ.ა) თამარ აფციაური - ასისტენტ-პროფესორი.“

 

ბ)  დადგენილების პირველი პუნქტის V ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:


„დ) გაგა ლომიძე - ასისტენტ-პროფესორი.“

 

გ)  დადგენილების პირველი პუნქტის XIX ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:


„ბ.დ) ნინო თომაშვილი - ასოცირებული პროფესორი.“

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                             აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე