Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №128/2013 დადგენილებისა  და თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 10.09.2015, №31447/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში არასაკონკურსო - ინდივიდუალური წესით მიღების გამოცხადების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №71/2014 დადგენილებაში:

 

ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,3. პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღების მიზნებისათვის შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა)   მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლელა კვინიკაძე - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ)  თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
 ე)   რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
 ვ)  ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ)   დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
თ)    თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ი)    ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
კ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ლ)   ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“

 


ბ) დადგენილების მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს, აკადემიური განათლების რომელიმე საფეხური დასრულებული აქვს და შესაბამისი აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);“


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ -ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                               აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე