Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მეორე და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016  წლის 22 ივნისის №104/01-01 და 2016 წლის 27 ივნისის №107/01-01 ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორებისა და  ასოცირებული პროფესორის  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის  (აკადემიური საბჭოს 2016 წლის 15 ივლისის №73/2016 დადგენილების მე-2 პუნქტი) გადაწყვეტილებების (წერილები: 23.08.2016, №27512/02; 23.08.2016, №27511/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


 ა) დადგენილების პირველი პუნქტის IX ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ა.ვ“  და „ა.ზ“  ქვეპუნქტები:


„ა.ვ) რევაზ შანიძე - ასოცირებული პროფესორი;
ა.ზ) თეიმურაზ ნადარეიშვილი - ასისტენტ-პროფესორი.“


ბ) დადგენილების პირველი პუნქტის IX ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „გ.ე“  და „გ.ვ“  ქვეპუნქტები:


„გ.ე) ზაზა ტოკლიკიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
გ.ვ) სიმონ ჩხაიძე - ასისტენტ-პროფესორი.“


გ) დადგენილების პირველი პუნქტის IX ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „დ.გ“  ქვეპუნქტი:


„დ.გ) გიორგი მამაცაშვილი - ასისტენტ-პროფესორი.“


დ) დადგენილების პირველი პუნქტის IX ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ე.დ“   ქვეპუნქტი:


„ე.დ) მალხაზ გოჩიტაშვილი - ასისტენტ-პროფესორი.“


2.  ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილების პირველი პუნქტის IX ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“, „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ და „გ.დ“, „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ და „ე“ ქვეპუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტები.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს 2016 წლის 26 სექტემბრიდან.

 


პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი      
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე