Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2017 წლის 8 ივნისის №8774/10 და 2017 წლის 20 ივნისის №9583/10, №9658/10, №9635/10 და №9630/10 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების I ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოგრაფია“ (დანართი 6);
გ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი 13);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-14 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ფუნდამენტური ფიზიკა“ (დანართი 14);
ე) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი 15);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ქიმია“ (დანართი 16);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-18 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „ბიოლოგია“ (დანართი 18);
თ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 26-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „ფიზიკა“ (დანართი 26).

 

2. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) II ნაწილის „გ“ პუნქტის 668 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ადგილობრივი თვითმმართველობა და განვითარების კვლევები“ (დანართი 277);
ბ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 72-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „სოციალური მუშაობა“ (დანართი 72);
გ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 73-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „სოციოლოგია“ (დანართი 73);
დ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 74-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „პოლიტიკის მეცნიერება“ (დანართი 74);
ე) II ნაწილის „დ“ პუნქტის 75-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „საზოგადოებრივი გეოგრაფია“ (დანართი 75);
ვ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 761 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „მასობრივი კომუნიკაცია“ (დანართი 198);
ზ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 762 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „საერთაშორისო ურთიერთობები“ (დანართი 199);
თ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 763 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „გენდერის კვლევა (ინგლისურენოვანი საერთაშორისო პროგრამა)“ (დანართი 200);
ი) II ნაწილის „დ“ პუნქტის 767 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „კულტურის და მედიის სოციოლოგია“ (დანართი 252);
კ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 768 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ (დანართი 257);
ლ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 769 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „დემოგრაფია“ (დანართი 268);
მ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 7610 ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა  „ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება“ (დანართი 269).

 

3. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 669 ქვეპუნქტი:

„669. მედია ფსიქოლოგია და კომუნიკაციები (დანართი 283);“.

 

4. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების V  ნაწილის „ვ“ პუნქტის 1001 ქვეპუნქტით დამტკიცებულ №282 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 282).

 

5. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 2061 ქვეპუნქტით დამტკიცებულ №278 დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 278).

 

6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
8. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე