Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ინსტრუქციისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2017 წლის 8 დეკემბრის №153/2017 დადგენილების, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2018 წლის 9 ივლისის №13837/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 10 ივლისის №18 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის №32/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:

 

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ა) ირმა გრძელიძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;“;

 

ბ) ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის „თ“, „პ“, „ფ“, „ქ“, „ღ“, „ჩ“, „წ“, „ჯ“, „ჰ“, „ჰ2“, „ჰ3“, „ჰ4“, „ჰ6“, „ჰ7“, „ჰ9“, „ჰ10“, „ჰ13“ და „ჰ15“ ქვეპუნქტები;

 

გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ა) ირმა გრძელიძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;“;

 

დ) მე-2 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ც) მარიამ ბარდაძე - მასწავლებელთა განათლების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, მასწავლებელი;“;

 

ე) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის „დ“, „მ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ქ“, „ყ“, „შ“, „ჩ“, „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები;

 

ვ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ და „ხ“ ქვეპუნქტები:

 

„ჭ) მაკა ბუბუნაური - დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი;
ხ) სალომე ცხვედიანი - დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, მასწავლებელი.“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე