იურიდიული ფაკულტეტი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აცხადებს შიდა მობილობის წესით სტუდენტთა მიღებას.
თსუ–ის რექტორის 31.01.2022 წლის N18/01-01 ბრძანების თანახმად:
განისაზღვრა 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები:
1. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა 11 - 15 თებერვალი.
2. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 16 თებერვალი.
3. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება 17 -21 თებერვალი.
4. საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან ხელშეკრულების გაფორმება - 22 - 24 თებერვალი.
შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
http://lms.tsu.ge/
• სტუდენტი შიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
• სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.
ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 და 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები: მატემატიკა/ისტორია.
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე - 22-24 თებერვალი;
შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის მთავარ სპეციალისტს დარეჯან მურაჩაშვილს ტელ-577-23-38-58; ელექტრონული ფოსტა darejan.murachashvili@tsu.ge