Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
FACULTY OF SOCIAL AND POLITICAL SCIENCES
Date
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების შესახებ ვბრძანებ:

1.  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტზე,  დასკვნითი  გამოცდები განხორციელდეს მხოლოდ „LMS“ და „e- learning“ აკადემიური პლატფორმებისა და „ZOOM“- ის მეშვეობით;

2. დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების ფორმატი:

1)  წერითი გამოცდა „e- learning“ აკადემიური პლატფორმაზე;

2) ზეპირი გამოცდა “ZOOM” - იი, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით;

 ლექტორი თავად ირჩევს გამოცდის ფორმატს.

2. დამატებით   გამოცდაზე   დაშვების   წინაპირობა: ფორმა #100, სამხედრო სამსახური,  დაუძლეველი პირობა;

3. ლექტორი   ვალდებულია,  დეტალური ინფორმაცია  დასკვნითი  გამოცდის ხანგრძლივობის, ფორმატისა და შეფასების სქემის შესახებ, განათავსოს e-learning აკადემიურ პლატფორმაზე, შესაბამისი სასწავლო კურსის გვერდზე, მიმდინარე წლის 10 ივნისამდე.

4. სტუდენტი ვალებულია გამოცდა ჩააბაროს  მხოლოდ „LMS“ და „e- learning“ აკადემიური პლატფორმებზე მითითებულ დროს.

5. ფაკულტეტის   სასწავლო პროცესის  მართვის  სამსახურმა   უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 10/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი   კომისიის შექმნის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების    საბაკალავრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტის ელისაბედ სიხარულიძის  2021წლის 31 მაისის  #7189/30 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:

1.შეიქმნას სტუდენტ ელისაბედ  სიხარულიძის შუალედური გამოცდის  ნაშრომის შემფასებელი კომისია  საგანში ,,სოციალურ მუშაობის შესავალი “   შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა-  ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე;
  • სალომე ნამიჭეიშვილი  –ასოცირებული პროფესორი; კომისიის მდივანი;
  • ზურაბ ტატანაშვილი – მოწვეული პედაგოგი

2.  კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 9/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

2020–2021  სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს  2020–2021  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების  წინასწარი დაცვისა და დაცვის   ვადები:
  2. წინასწარი დაცვა - 29 მაისიდან  7 ივნისამდე,  დაცვა - 6-15 ივლისი დამტკიცდეს 2020–2021  სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიები  შემდეგი შემადგენლობით:

საზოგადოებრივი გეოგრაფია

1) გიორგი გოგსაძე– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) ნინო პავლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

3) იოსებ სალუქვაძე  –პროფესორი

4) თამარ  დოლბაია-ასოცირებული პროფესორი

5) გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი

6) ვალერიან მელიქიძე – ასოცირებული პროფესორი

მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები

1) მანანა შამილიშვილი – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) მაია ტორაძე  - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

3) მარი წერეთელი - ასოცირებული პროფესორი

4) ნინო ჭალაგანიძე – ასოცირებული პროფესორი

5) ნათია კუპრაშვილი - ასოცირებული პროფესორი

პოლიტიკის მეცნიერება

1) მალხაზ მაცაბერიძე– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) თამარ ქარაია – ასისტენტ  პროფესორი, კომისიის მდივანი

3) ალექსანდრე კუხიანიძე – პროფესორი

4) ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი

5) ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი

6) სალომე დუნდუა - ასოცირებული პროფესორი

სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა

1) ალექსანდრე კუხიანიძე –  პროფესორი , კომისიის თავმჯდომარე

2) სალომე დუნდუა – ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი

3) ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი

4) თამარ ქარაია - ასისტენტ პროფესორი

5) გიორგი მელიქიძე -  მოწვეული პედაგოგი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი

6) ვლადიმერ ნაფეტვარიძე – მოწვეული პედაგოგი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი

დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა

1) თორნიკე თურმანიძე–  პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2) ეკა აკობია – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

3) ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი

4) ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი

5) ნიკოლოზ სამხარაძე - ასოცირებული პროფესორი

6) დავით მაცაბერიძე - ასოცირებული პროფესორი

 სოციალური მუშაობა

  1) ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

  2) სალომე ნამიჭეიშვილი– ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი

  3) თამარ მახარაძე– ასოცირებული პროფესორი

  4) ზურაბ ტატანაშვილი - მოწვეული პედაგოგი

  5) ნელი აკობია  - მოწვეული პედაგოგი

კონფლიქტების ანალიზი და მართვა

  1) რევაზ ჯორბენაძე  – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

  2) ვახტანგ მაისაია - მოწვეული პედაგოგი, კომისიის მდივანი

  3) გუგული მაღრაძე – პროფესორი

  4) ზურაბ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი

  5) თეონა მატარაძე - ასოცირებული  პროფესორი

ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)

  1) ფიქრია ასანიშვილი– – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

  2) ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი,  კომისიის მდივანი

  3) თორნიკე თურმანიძე - ასოცირებული პროფესორი

  4) დავით მაცაბერიძე  - ასოცირებული პროფესორი

  5) გიორგი მჭედლიშვილი -მოწვეული პედაგოგი

მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)

  1) მარიამ გერსამია - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

  2) მაია ტორაძე  - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

  3) რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი

  4) თეონა მატარაძე  - ასოცირებული პროფესორი

  5) მედეა ბადაშვილი - ასოცირებული პროფესორი

 გენდერის კვლევა

   1) მედეა ბადაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

   2) თამთა მელაშვილი - მოწვეული პედაგოგი, კომისიის  მდივანი

   3) თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი

   4) ლია ჯალაღანია - მოწვეული პედაგოგი

   5) მაია ბარქაია - მოწვეული პედაგოგი

   6) ნარგიზა არჯევანიძე - მოწვეული პედაგოგი

 დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია

   1) ვაჟა ლორთქიფანიძე – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

   2) ანზორ სახვაძე – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

   3) გიორგი გოქსაძე - პროფესორი

   4) გიორგი კვინიკაძე  - ასოცირებული პროფესორი

   5) გიორგი  მელაძე - მოწვეული პედაგოგი

 სოციოლოგია

    1) იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი,კომისიის  თავმჯდომარე

    2) შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი

    3) ამირან ბერძენიშვილი - პროფესორი

    4) ნინო დურგლიშვილი - ასოცირებული პროფესორი

    5) ლელა გაფრინდაშვილი - ასოცირებული პროფესორი

  მედია და ახალი ტექნოლოგიები

    1) ნანული ტალახაძე- ასოცირებული პროფესორი, კომისიის  თავმჯდომარე

    2) ნინო ჭალაგანიძე –ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

    3) ხათუნა კაჭარავა -  ასოცირებული პროფესორი

    4) მაია ტორაძე - ასოცირებული პროფესორი

    5) თამარ ბელქანია - ასისტენტ პროფესორი

     

  ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები

   1) ზურაბ დავითაშვილი -პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

   2) ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

   3) ნინო ჩიქოვანი - პროფესორი

   4) დავით მაცაბერიძე -  ასოცირებული პროფესორი

   5) ირაკლი ჩხაიძე - ასისტენტ პროფესორი

 ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება

   1) ნოდარ ბელქანია - პროფესორი, კომისიის  თავმჯდომარე

   2) დალი ოსეფაშვილი - კომისიის მდივანი

   3) რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი

   4) ამირან ბერძენიშვილი - პროფესორი

   5) ნოდარ სარჯველაძე - პროფესორი

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა .

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

View More

Order N: 8/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 55/01-01   22/04/2021 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) „ფაკულტეტის        სტუდენტთაგან        (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე

ვბრძანებ

1. 2020-2021   სასწავლო  წლის  შემოდგომის         სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№ 55/01-01   22/04/2021)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის გამოყოფილი  თანხა (42 315 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

2.      საუნივერსიტეტო  დაფინანსებისთვის  კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა)  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);

3.  დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა   განახორციელოს   საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) თეონა მატარაძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი

კომისიის მდივანი;

დ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

 ე) გიორგი გოგსაძე – პროფესორი;

 ვ) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი;

ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი.

4.   დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა  და  სხვა  ტიპის გრანტით სრული დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;

5.  დაფინანსებისთვის სტუდენტთა საბუთები  მიიღება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს       დაინტერესებულ   პირთათვის   ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

7.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 7/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდის ნაშრომის შეფასების კომისიის  შექმნის შესახებ

,,პოლიტიკის მეცნიერების“ საბაკალავრო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტ ვიქტორია ბარათაშვილის  განცხადების (25 აპრილი, 2021) საფუძველზე

ვბრძანებ:

 1.შეიქმნას „პოლიტიკის მეცნიერების“ საბაკალავრო პროგრამის  მერვე სემესტრის სტუდენტ ვიქტორია ბარათაშვილის შუალედური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში “საჯარო პოლიტიკა”

 1) სალომე დუნდუა – ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე

2) ალექსანდრე კუხიანიძე– პროფესორი

3) თამარ ქარაია - ასისტენტ პროფესორი. კომისიის მდივანი

2. შუალედური გამოცდის ნაშრომის შემფასებელმა კომისიამ შედეგი წარმოადგინოს მაქსიმუმ ოთხ სამუშაო დღეში;

3. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.             

View More

Order N: 6/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის მესამე სამეცნიერო კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დამტკიცების შესახებ

ვბრძანებ:

1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ მეათე სემესტრის დოქტორანტ ანა წითლიძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2021 წლის 8 აპრილს 18:00 საათზე.

კომისიის შემადგენლობა:
1. მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი, 
2. სალომე დუნდუა - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, 
3. ზვიად აბაშიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი, 
4. ალექსანდრე სვანიშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი;
5. თამარ ქარაია - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორი;

2. დაცვა შედგება ონლაინ პლატფორმა “ZOOM”-ის გამოყენებით.
3. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 

View More

Order N: 5/30

სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელების დანიშვნის   შესახებ

სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებათა ხელმძღვანელების დანიშვნის   შესახებ

სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის #6 ოქმით)  33-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფაკულტეტის მიმართულებების სხდომებზე (ოქმები თან ერთვის)  მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. დაინიშნონ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების ხელმძღვანელებად შემდეგი პირნი:

1) ინტერდისციპლინური მიმართულება - თეონა მატარაძე, ასოცირებული პროფესორი;

2) ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება - მანანა შამილიშვილი, პროფესორი;

3) სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება - ამირან ბერძენიშვილი, პროფესორი;

4)პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება - ალექსანდრე კუხიანიძე, პროფესორი;

5) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება - ფიქრია ასანიშვილი, ასოცირებული პროფესორი

 2.ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე,  განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემაზე  დაევალოს დეკანის სამდივნოს;

    3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 4/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტის სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების -  მიმართულებათა  ხელმძღვანელების არჩევისა და დანიშვნის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების -  მიმართულებათა  ხელმძღვანელების არჩევისა და დანიშვნის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების, დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 3 დეკემბრის სხდომის # 8 ოქმით, 26-ე მუხლის საფუძველზე

ვბრძანებ:

 

  1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების -  მიმართულებათა  ხელმძღვანელების  არჩევნები  ჩატარდეს 2021 წლის 24 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში, „ZOOM“ პლატფორმის  გამოყენებით;
  2. სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - მიმართულების  ხელმძღვანელს, მიმართულების სხდომაზე ირჩევს მიმართულების აკადემიური პერსონალი სიით შემადგენლობის უმრავლესობით;
  3. მიმართულების ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი (მუხლი 26.1.);
  4. არჩევნების შედეგების მიხედვით, მიმართულებაზე შედგება ოქმი, რომელიც გადაეგზავნება ფაკულტეტის დეკანს;
  5. სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - მიმართულების  ხელმძღვანელის შერჩეულ კანდიდატურას, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფაკულტეტის დეკანი (მუხლი 26.3.);
  6. ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს დეკანის სამდივნოს;
  7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ დოლბაია

View More

Order N: 3/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  „სახელმძღვანელოების კონკურსის“ განხორციელების შესახებ ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამათა საგნების სახელმძღვანელოების შექმნისა და განახლების კონკურსი; 

2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;

3. ახალი სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურება:  მაქსიმუმ - 4 000 ლარი; არსებულის (2015 წლამდე გამოცემულის) განახლება:  მაქსიმუმ - 2 000 ლარი;

4. არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში საგანზე თითოეულ წელს  დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 70 სტუდენტისა;

5. სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი;

6. სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით;

7. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში გამოქვეყნებული/შექმნილი აქვს ერთი სახელმძღვანელო მაინც;

8. პრიორიტეტი მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც „სახელმძღვანელოების პროექტის“ ფარგლებში არ მიუღია დაფინანსება;

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

1) განცხადება დეკანის სახელზე;

2) სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა);

3) სავარაუდო სარჩევი (რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, სარჩევში ნათლად უნდა ჩანდეს თითოეული ავტორის წვლილი);

4) ლიტერატურის ჩამონათვალი, რომლის ბაზაზე იქმნება/განახლდება სახელმძღვანელო;

5) სახელმძღვანელო, რომლის განახლებაც სურს კონკურსანტს;

10. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე 

11. საკონკურსო პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა – ა.წ. 24 თებერვალი, 17.00 სთ;

12. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 5 მარტს;

13. დასრულებული პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა – 2021 წლის 1 ნოემბერი;

14. დასრულებული პროექტის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში,  პროექტი არ განიხილება;

15. დაფინანსებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;

16. სახელმძღვანელო გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;

17. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

• თამარ დოლბაია – კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;

• თეონა მატარაძე – კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ინტერდისციპლინური მიმართულება;

• რევაზ ჯორბენაძე – პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

• თორნიკე თურმანიძე – პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;

• მანანა შამილიშვილი – პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;

• სალომე დუნდუა – ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;

• ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;

15. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია

View More

Order N: 2/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის კონფლიქტების ანალიზისა და მართვის დოქტორანტის იოსებ ჯაფარიძის მესამე სამეცნიერო კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დამტკიცების შესახებ ვბრძანებ:

1. კონფლიქტების ანალიზისა და მართვის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მეექვსე სემესტრის დოქტორანტ იოსებ ჯაფარიძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 21 იანვარს, 11:00 საათზე.

კომისიის შემადგენლობა:

1) გუგული მაღრაძე - ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი

2) ზურაბ აბაშიძე - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი

3) ალექსანდრე კუხიანიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი

4)  თეონა მატარაძე. - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი

5) ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი, დოქტორი

2. დაცვა შედგება ონლაინ პლატფორმა “ZOOM”-ის გამოყენებით.

3. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 28/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების ვადების და კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ ვბრძანებ:

დამტკიცდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების გრაფიკი:

სადოქტორო სემინარები:

კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 12 თებერვალი, 11:00 სთ

კულტურის და მედიის სოციოლოგია - 10 თებერვალი, 12:00 სთ

სოციოლოგია - 15 თებერვალი, 10:00 სთ

ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 10 თებერვალი, 16:00 სთ

პოლიტიკის მეცნიერება - 16 თებერვალი, 11:00 სთ

დემოგრაფია - 9 თებერვალი, 12:00 სთ

მასობრივი კომუნიკაცია - 9 თებერვალი, 12:00 სთ

საერთაშორისო ურთიერთობები - 11 თებერვალი, 14:00 სთ

სამეცნიერო-კვლევითი პროექტები:

კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 12 თებერვალი, 13:30 სთ

კულტურის და მედიის სოციოლოგია - 10 თებერვალი, 12:30 სთ

სოციოლოგია - 16 თებერვალი, 10:00 სთ

ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 10 თებერვალი, 17:00 სთ

პოლიტიკის მეცნიერება - 17 თებერვალი, 11:00 სთ

საზოგადოებრივი გეოგრაფია - 16 თებერვალი, 18:00 სთ

მასობრივი კომუნიკაცია - 9 თებერვალი, 12:30 სთ

საერთაშორისო ურთიერთობები - 11 თებერვალი, 14:30 სთ

ურბანისტიკა - 17 თებერვალი, 14:00 სთ

2. დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამებზე სემინარების და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვის კომისიების შემადგენლობა:

 საზოგადოებრივი გეოგრაფია

სალუქვაძე იოსებ - კომისიის თავმჯდომარე

დოლბაია თამარ - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

პავლიაშვილი ნინო - კომისიის მდივანი

მელიქიძე ვალერიან

გოგსაძე გოგი

კონფლიქტების ანალიზი და მართვა

მაღრაძე გუგული - კომისიის თავმჯდომარე

ჯორბენაძე რევაზ - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მატარაძე თეონა - კომისიის მდივანი

აბაშიძე ზურაბ

მაისაია ვახტანგ

მასობრივი კომუნიკაცია

ჭალაგანიძე ნინო - კომისიის თავმჯდომარე

წერეთელი მარი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მაისაშვილი ხათუნა - კომისიის მდივანი

კუპრაშვილი ნათია

შამილიშვილი მანანა

სოციოლოგია

კაჭკაჭიშვილი იაგო - კომისიის თავმჯდომარე

ბერძენიშვილი ამირან - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

შორენა თურქიაშვილი - კომისიის მდივანი

წულაძე ლია

კახა ქეცბაია

ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება

ბელქანია ნოდარ - კომისიის თავმჯდომარე

ჯორბენაძე რევაზ - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ოსეფაშვილი დალი - კომისიის მდივანი

ბერძენიშვილი ამირან

სარჯველაძე ნოდარ

პოლიტიკის მეცნიერება

მაცაბერიძე მალხაზ - კომისიის თავმჯდომარე

კუხიანიძე ალექსანდრე- კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ქარაია თამარ- კომისიის მდივანი

დუნდუა სალომე

აბაშიძე ზვიად

დემოგრაფია

ლორთქიფანიძე ვაჟა - კომისიის თავმჯდომარე

მელაძე გია - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

სახვაძე ანზორ - კომისიის მდივანი

თევზაძე რუსუდან

მელიქიძე ვალერიან

საერთაშორისო ურთიერთობები

თურმანიძე თორნიკე - კომისიის თავმჯდომარე

დავითაშვილი ზურაბ- კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ასანიშვილი ფიქრია - კომისიის მდივანი

აკობია ეკა

დავით მაცაბერიძე

კულტურის და მედიის სოციოლოგია

წულაძე ლია - კომისიის თავმჯდომარე

მატარაძე თეონა- კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ესებუა ფლორა - კომისიის მდივანი

ბერძენიშვილი ამირან

ქეცბაია კახა

ურბანისტიკა

სალუქვაძე იოსებ - კომისიის თავმჯდომარე

თამარ დოლბაია - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ნინო პავლიაშვილი - კომისიის მდივანი

გოგსაძე გიორგი

ვალერიან მელიქიძე

3. სასემინარო ნაშრომებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვა განხორციელდეს „ZOOM“ პლატფორმის მეშვეობით. დოქტორანტმა თავად  უნდა უზრუნველყოს დაცვისათვის საჭირო ტექნიკური მზადყოფნა;

4. სასემინარო ნაშრომები და სამეცნიერო კვლევითი პროექტები უნდა აიტვირთოს 27 იანვრიდან 4 თებერვლის 17:00 საათამდე https://e-learning.tsu.ge/-ზე;

5. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა შეამოწმოს ნაშრომის ორიგინალობა  და პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს  დაცვის კომისიას;

6. ნაშრომში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, დაცვის კომისია:

ა) მისცემს დოქტორანტს ნაშრომის მომდევნო სემესტრში დაცვის უფლებას;

ბ) საკითხს განსახილველად გადასცემს თსუ-ის ეთიკის საბჭოს.

7. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერსებულ პირთათვის;

8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 27/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 23 აპრილის #3 ოქმის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის ელექტრონულ ფორმატში დაცვის წესი“ საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. 2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების დაცვის   თარიღად განისაზღვროს 15 თებერვალი;
  2.  შეიქმნას 2020–2021  სასწავლო  წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიები  შემდეგი შემადგენლობით:

საზოგადოებრივი გეოგრაფია
1) გიორგი გოგსაძ ე– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) ნინო პავლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
3) ვალერიან მელიქიძე  – ასოცირებული პროფესორი
4) ია იაშვილი – ასოცირებული პროფესორი
5) გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი

ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია
1) ნინო ჭალაგანიძე – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) ხათუნა კაჭარავა  - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
3) მანანა შამილიშვილი - ასოცირებული პროფესორი
4) მარი წერეთელი – ასოცირებული პროფესორი
5) ნათია კუპრაშვილი - ასოცირებული პროფესორი

პოლიტიკის მეცნიერება
1) ალექსანდრე კუხიანიძე – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) თამარ ქარაია– ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი
3) სალომე დუნდუა – ასოცირებული პროფესორი
4) ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი
5) ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი

საერთაშორისო ურთიერთობები
1) ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) კონსტანტინე შუბითიძე – მოწვეული პედაგოგი, კომისიის მდივანი
3) ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი
4) თორნიკე თურმანიძე – ასოცირებული პროფესორი
5) დავით მაცაბერიზე - ასოცირებული პროფესორი

სოციოლოგია
1)    ამირან ბერძენიშვილი-პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2)    შორენა თურქიაშვილი -ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი
3)    კახა ქეცბაია - ასოცირებული პროფესორი
4)    ნინო დურგლიშვილი- ასოცირებული პროფესორი
5)    ლელა გაფრინდაშვილი -ასოცირებული პროფესორი

 

3. საბაკალავრო ნაშრომების e-learning-ზე ატვირტვის თარიღია: 30 იანვარი, 2021წლის; 23:00სთ
4. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა ;
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 

View More

Order N: 26/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში  დასკვნითი და დამატებითი  გამოცდების  ჩატარების შესახებ

ვბრძანებ:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დასკვნითი გამოცდები განხორციელდეს მხოლოდ „LMS“ და „e- learning“ აკადემიური პლატფორმებისა და „ZOOM“ -ის მეშვეობით;
2. დასკვნითი და დამატებითი  გამოცდების ჩატარების ფორმატი:
1)  ზეპირი გამოცდა “ZOOM”  - ში, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით; 
2) წერითი გამოცდა  „e- learning“  აკადემიური პლატფორმაზე;
3) ლექტორი თავად ირჩევს გამოცდის ფორმატს.
3. დამატებით  გამოცდაზე  დაშვების  წინაპირობა: ფორმა #100, სამხედრო სამსახური, დაუძლეველი პირობა;
4. ლექტორი ვალდებულია, დეტალური ინფორმაცია დასკვნითი გამოცდის ხანგრძლივობის, ფორმატისა და შეფასების სქემის შესახებ, განათავსოს e- learning აკადემიურ პლატფორმაზე, შესაბამისი სასწავლო კურსის გვერდზე, მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე;
5. ფაკულტეტის    სასწავლო  პროცესის   მართვის   სამსახურმა    უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 25/30

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 234/01-01,  30.11.2020 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7)         „ფაკულტეტის        სტუდენტთაგან        (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე
ვბრძანებ

 

  1. 2020-2021   სასწავლო  წლის  შემოდგომის         სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№ 234/01-01   30/11/2020)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (35 537 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;
  2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე; 
  3. პირველსემესტრელთა დაფინანსება  განხორციელდეს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დაწესებულ სპეციალობის გამოცდაზე მიღებული უმაღლესი შეფასების (არანაკლებ 81 ქულა) საფუძველზე. 
  4. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობისა და  თანხის ზუსტი პროცენტი განისაზღვროს ფაკულტეტისთვის გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით შემდეგი თანაფარდობით: 

მესამე  სემესტრის სტუდენტთათვის 

ა) აკადემიური შედეგების,   სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციებში მონაწილეობის   გათვალისწინებით მიღებული რანჟირებული ქულის (83-76) მიხედვით დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 71.11 % -ით, კერძოდ 1000  ლარის ოდენობით;   

ბ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (83-76) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 56.89 % -ით, კერძოდ 800  ლარის ოდენობით;
გ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (75.9-72) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 49.78 % -ით, კერძოდ 700  ლარის ოდენობით;
დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (71.9-68) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 43.45 %- ით, კერძოდ 611  ლარის ოდენობით.

პირველი სემესტრის სტუდენტთათვის 
ა) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში  დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 37.69  % -ით, კერძოდ 530  ლარის ოდენობით 

5. დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით N20/30  30.11.2020 დამტკიცებულმა კომისიამ;
6. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს.
7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
 8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 24/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე

ვბრძანებ:

1. 2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების  წინასწარი დაცვისა და დაცვის   ვადებად  განისაზღვროს:
წინასწარი დაცვა - 18 იანვარი;   დაცვა -  17 თებერვალი ;
2. შეიქმნას 2020–2021  სასწავლო  წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიები  შემდეგი შემადგენლობით:

საზოგადოებრივი გეოგრაფია
1) გიორგი გოგსაძ ე– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) ნინო პავლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
3) იოსებ სალუქვაძე  – პროფესორი
4) ია იაშვილი – ასოცირებული პროფესორი
5) გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი


მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები
1) მარი წერეთელი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) ხათუნა კაჭარავა  - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
3) მანანა შამილიშვილი - ასოცირებული პროფესორი
4) ნინო ჭალაგანიძე – ასოცირებული პროფესორი
5) ნათია კუპრაშვილი - ასოცირებული პროფესორი

 

პოლიტიკის მეცნიერება
1) მალხაზ მაცაბერიძე – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) სალომე დუნდუა – ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი
3) ალექსანდრე კუხიანიძე – პროფესორი
4) ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი
5) ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი

 

სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა
1) ალექსანდრე კუხიანიძე –  პროფესორი , კომისიის თავმჯდომარე
2) სალომე დუნდუა – ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი
3) გიორგი მელიქიძე -  მოწვეული პედაგოგი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი
4) ვლადიმერ ნაფეტვარიძე – მოწვეული პედაგოგი
5) თამარ ქარაია - ასისტენტ პროფესორი

 

დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა
1) ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2) ეკა აკობია – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
3) ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი
4) თორნიკე თურმანიძე – ასოცირებული პროფესორი
5) ნიკოლოზ სამხარაძე - ასოცირებული პროფესორი

 

    სოციალური მუშაობა
  1) ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  2) სალომე ნამიჭეიშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  3) თამარ მახარაძე– ასოცირებული პროფესორი
  4) ზურაბ ტატანაშვილი - მოწვეული პედაგოგი
  5) ნელი აკობია  - მოწვეული პედაგოგი

 

  კონფლიქტების ანალიზი და მართვა
  1) გუგული მაღრაძე – პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  2) რევაზ ჯორბენაძე – პროფესორი,კომისიის მდივანი
  3) ზურაბ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი
  4) ვახტანგ მაისაია - მოწვეული პედაგოგი, 
  5) ლაშა ტუღუში - ასისტენტ  პროფესორი

 

  ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი)
  1) დავით მაცაბერიძე  – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  2) ფიქრია ასანიშვილი– ასოცირებული პროფესორი,  კომისიის მდივანი
  3) ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი
  4) თორნიკე თურმანიძე - ასოცირებული პროფესორი
  5) ნიკოლოზ სამხარაძე - ასისტენტ-პროფესორი

3.  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა ;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

View More

Order N: 23/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N242/01-01  2020.12.09 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 6) ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესის საფუძველზე.

ვბრძანებ

  1. განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N242/01-01  2020.12.09 ბრძანების შესაბამისად თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთაგან სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად 85 კანდიტატის შერჩევა.
  2. სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

•    ვალერიან მელიქიძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
•    ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი;
•    ნათია დათიაშვილი – მთავარი სპეციალისტი ;
•    ელენე ხუციშვილი – უფროსი სპეციალისტი;
•    თამარ გოგორიშვილი - მთავარი სპეციალისტი ;
•    თამარ ქარსაულიძე – წამყვანი სპეციალისტი;
•    ლუიზა აბაზაძე – მთავარი სპეციალისტი ;

3. საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში 10 დეკემბრიდან – 14 დეკემბრის 10:00 საათამდე   მისამართზე: social@tsu.ge 

4. კომისიამ იხელმძღვანელოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N 6) „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების წესით

5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა 
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 21/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტთა მესამე სამეცნიერო კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ

ვბრძანებ:

1. კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მეექვსე სემესტრის დოქტორანტ კახა ფუტკარაძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 16 დეკემბერს, 11:00 საათზე.
კომისიის შემადგენლობა:


1) რევაზ ჯორბენაძე - ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი
2) ზურაბ აბაშიძე - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი
3) ალექსანდრე კუხიანიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი
4)  თეონა მატარაძე. - ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი
5) ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი,  დოქტორი


2.    პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დამთავრების კანდიდატ ანა წითლიძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 19 დეკემბერს 20:00 საათზე. 
კომისიის შემადგენლობა: 
1) მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი
2.) ზვიად აბაშიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი
3) სალომე დუნდუა - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი
4) თამარ ქარაია - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორი
5) ალექსანდრე სვანიშვილი - მოწვეული ლექტორი,  დოქტორი


3. სოციოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მერვე სემესტრის დოქტორანტ რატი შუბლაძის III სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 22 დეკემბერს, 11:00 საათზე.
 კომისიის შემადგენლობა: 
1) ამირან ბერძენიშვილი - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორი
2) მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების პროფესორი
3) გიორგი გოგსაძე - საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი
4) ნინო დურგლიშვილი - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის ასოცირებული პროფესორი
5) ემზარ ჯგერენაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დარგის სპეციალისტი

4. დაცვა შედგება ონლაინ პლატფორმა “ZOOM”-ის გამოყენებით.

5. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა 

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 

View More

Order N: 22/30

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის № 234/01-01,  30.11.2020 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) „ფაკულტეტის  სტუდენტთაგან     (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ

 

  1. 2020-2021   სასწავლო  წლის  შემოდგომის   სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით (№ 234/01-0130/11/2020) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (35 537 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;
  2. საუნივერსიტეტო  დაფინანსებისთვის  კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა)  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);
  3. დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა   განახორციელოს ფაკულტეტის  საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვალერიან მელიქიძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) თეონა მატარაძე – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი
ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი
ვ) სალომე დუნდუა – ასოცირებული პროფესორი
ზ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
თ) ირინე ჭუმბურიძე -სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი,
ი) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი

4. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა  და  სხვა  ტიპის გრანტით სრული დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;
5.  დაფინანსებისთვის სტუდენტთა საბუთები  მიიღება 7დეკემბრიდან 11 დეკემბრის  ჩათვლით,  ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge
6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს       დაინტერესებულ   პირთათვის   ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

View More

Order N: 20/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება 

2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადისა და დაცვის კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს  2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების  დაცვის  ვადა  23 დეკემბერი 2020 წელი (სამაგისტრო პროგრამის „კულტურისა და მედიის სოციოლოგია“ აკრედიტაციის ვადის  ა.წ. 31 დეკემბერს ამოწურვასთან დაკავშირებით) 
  2.  შეიქმნას 2020–2021  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია  შემდეგი შემადგენლობით 

    კულტურისა და მედიის სოციოლოგია

1)    ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2)    ამირან  ბერძენიშვილი - პროფესორი
3)    ფლორა ესებუა - მოწვეული პედაგოგი სოციოლოგიის დოქტორი
4)    კახა ქეცბაია - ასოცირებული პროფესორი
5)    თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

 

 3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა .

 4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

View More

Order N: 19/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის ბრძანება

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შუალედური გამოცდების ჩატარების შესახებ ვბრძანებ:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდები ჩატარდეს მხოლოდ e-learning აკადემიური პლატფორმისა და ZOOM -ის მეშვეობით 9 ნოებრიდან - 14 ნოემბრის ჩათვლით;
 2. შუალედური გამოცდების ჩატარების ფორმატი:
1) ზეპირი გამოცდა “ზუმში” ბილეთებით მცირერიცხოვან ჯგუფებში:
1 სტუდენტის გამოკითხვა - მინიმუმ 15 წუთი;
2) წერითი გამოცდა ბილეთებით: 1 ბილეთი - მინიმუმ 4 საკითხით ბაკალავრებისთვის და მინიმუმ 2 საკითხით მაგისტრანტებისთვის; გამოცდის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 2 სთ.
3) ღია, ან კომბინირებული (დახურული და ღია) კითხვები/ტესტები, გამოცდის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 1 სთ.;
4) ესე 3-6 გვერდი ერთდღიანი ფორმატი, მაქსიმუმ 5 სთ, მოწმდება პლაგიატზე.
3. ლექტორებმა საგამოცდო ტესტები/ბილეთები უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით, კერძოდ:

  • ტესტის 2-3 ვარიანტი;
  • 10 ბილეთი საბაკალავრო საგნისთვის;
  • 10 ბილეთი სამაგისტრო საგნისთვის.

შენიშვნა: ტესტების ვარიანტებსა და ბილეთებში საკითხები არ უნდა მეორდებოდეს.


4. “ZOOM” -ში გამოცდის ჩატარებისას სავალდებულოა ჩანაწერის გაკეთება;
5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
 

View More

Order N: 21/30