„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლიის 31 დეკემბრის N116/01–01 და 2013 წლის 26 დეკემბრის N183/01–01 ბრძანებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
- ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად საბუთები მიიღების ვადად განისაზღვროს პერიოდი 2015 წლის 12 იანვრიდან 2015 წლის 30 იანვრის ჩათვლით, 10:00 დან 17 :00 საათამდე, თსუ- ის I კორპუსი, 208– ე ოთახი.
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდეს და რექტორის სახელზე წარდგინება მომზადდეს 2015 წლის 13 თებერვლამდე.
- ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
- ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე