ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი იწვევს ბაკალავრიატის, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს სტუდენტურ კონფერენციაზე 2026.
კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს წარმოადგინონ საკუთარი კვლევები ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური მეცნიერებებისა და მათთან დაკავშირებულ სფეროებში, მიიღონ პროფესიული უკუკავშირი და ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება.
მონაწილეებს შეუძლიათ წარადგინონ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კვლევები (მაქს. 2 თანაავტორი). კონფერენციაზე უპირატესობა ენიჭება ემპირიულ კვლევებს
(მხოლოდ თეორიული ნაშრომები არ განიხილება).
გაითვალისწინეთ, რომ ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი აბსტრაქტის წარდგენა.
თემატიკა მოიცავს:
• ფსიქოლოგიის მიმართულებები: განათლების, სოციალური, განვითარების, კლინიკური, კოგნიტური, ორგანიზაციული ფსიქოლოგია და სხვ.
• განათლების კვლევები : ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი, ზრდასრულთა განათლება და სხვ.
• ინოვაციური და ინტერდისციპლინური კვლევები.
ფორმატი:
ზეპირი პრეზენტაცია ან პოსტერი
განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა: 24 მაისი, 2026 წელი
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ psychology.conference@tsu.ge
კონფერენცია ჩატარდება 2026 წლის 11 ივნისს