Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კონფლიქტოლოგია“ დოქტორანტ თათია ქართლელიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის დანიშვნის შესახებ

ვბრძანებ:

1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კონფლიქტოლოგია“ მე-7 სემესტრის დოქტორანტ თათია ქართლელიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2025 წლის 15 ივლისს 12:00 საათზე;
2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუ-ის II კორპუსში, N 235 აუდიტორიაში;
3. დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • გუგული მაღრაძე - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი- კომისიის თავმჯდომარე;
  • ზურაბ აბაშიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • რევაზ ჯორბენაძე - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი კომისიის მდივანი;
  • გია ჟორჟოლიანი - ისტორიის დოქტორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
  • კონსტანტინე ერისთავი  - სამართლის თეორიის დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი;

4. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.