ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წერილის # N 20601/30 საფუძველზე ვბრძანებ:
1) დამტკიცდეს ფაკულტეტის კრედიტების აღიარების განახლებული კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- თამარ დოლბაია, კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
- ნათელა მონიავა, კომისიის მდივანი, ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე;
- რევაზ ჯორბენაძე, პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
- ხათუნა მაისაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- ნინო დურგლიშვილი, ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
- კონსტანტინე შუბითიძე, ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
- სანდრო ტაბატაძე, ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
- ელენე გელაშვილი, ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
- მირანდა მიქაძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
2) ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
3) ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.